მინო რაიოლა

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ.

სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი თანხა 25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს როგორც ჩანს თავმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებს და სტატუსით „წითელი ეშმაკების” ყველაზე დიდხელფასიან მოთამაშეს, ალექსის სანჩესს დააახლოვებს.

როგორც ინგლისში წერენ, ვუდვორდი პოგბას შენარჩუნებით არის დაინტერესებული. მას არ სურს ნახევარმცველი „ბარსელონაში” გაყიდოს. ცნობისთვის: უფრო ნაკლებს, მაგრამ ლაპარაკობენ „იუვენტუსზეც”.

ცნობილია, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა ორშაბათს მანჩესტერში იყო და კლუბის ხელმძღვანელებს მისი კლიენტის „ბარსელონაში” ტრანსფერზე ელაპარაკა, ჟურნალისტებს კი ასე უთხრა:

„პოგბას შესახებ მე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით რამე გაინტერესებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს” ელაპარაკეთ”.

პოგბას დღევანდელი კონტრაქტი 2021 წლამდეა ძალაში.

როგორც ჩანს ფრანგი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით მას ხელფასი მნიშვნელოვნად მეტი უნდა ჰქონდეს.

პოლ პოგბას ბედის გარკვევამდე ბევრი არ დარჩა. პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება.