რუსმა მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა ლონდონის “არსენალის” აქციათა 30% გაყიდა. გარიგების თანხამ 550 მილიონი ფუნტი შეადგინა.
უსმანოვის აქციები ამერიკელმა სპორტულმა და საინვესტიციო მაგნატმა სტენ კრონკემ შეიძინა, რომელიც აქამდე ისეც ფლობდა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს, ახლა კი ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
ხსენებული 550 მილიონი ფუნტიდან ამერიკელი პირადი სახსრებით მხოლოდ 45 მილიონს გადაიხდის, დანარჩენი კი „დოიჩე ბანკის“ კრედიტით დაიფარება.
თავდაპირველად უსმანოვი მილირდნახევარს ითხოვდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, საბოლოოდ თანხა თითქმის სამჯერ შემცირდა.
„მე ვყიდი აქციათა პაკეტს კლუბისა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მინდა წარმატებები ვუსურვო „არსენალს“ და თითოეულ ადამიანს, ვისი ცხოვრებაც ამ კლუბთან არის დაკავშირებული“, – ეს განცხადება დღეს ალიშერ უსმანოვის პრესსამსახურმა გაავრცელა.