17 წლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შეიძინოს. ეს ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გაიზარდა, ხოლო რამდენიმე თვის წინ „რუსთავში“ გადავიდა, რითაც ძალიან გააბრაზა თბილისური კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.

კვარაცხელიას ლამაზი გოლები აქვს გატანილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, განსაკუთრებით კი რუსეთთან შარშან. ეს მოხდა ყაზახეთში „პრეზიდენტის თასის“ ფინალში.

რუსულ პრესაშიც წერია, რომ კვარაცხელიას საკითხი „ლოკომოტივმა“ განიხილა და შესაძლოა, ტრანსფერი ზამთარში შედგეს. ხვიჩა თებერვალში გახდება 18 წლის.

სხვათა შორის, „ლოკომოტივი“ ერთადერთი უცხოური კლუბი არაა, რომელიც კვარაცხელიას უტრიალებს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მისით დასავლეთ ევროპის გუნდებიც ინტერესდებიან და იმედია, ხვიჩაც დასავლეთისკენ აიღებს კურსს. მგონი, ასე სჯობს.

წილი
წინა სტატიაკურტუა გაფიცულია
შემდეგი სტატიამამია და ლანდი
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.