ირა ზაქარეიშვილი
როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, დანიაში, „დანა კაპზე“ ქართული სამივე გუნდი ქვეჯგუფიდან გავიდა, მაგრამ ჩემპიონობის მოპოვება ვერც ერთმა შეძლო (არადა ზაზა დიდებაშვილი მწვრთნელის რანგში 25 წლის განმავლობაში 6 ჯერ არის ტურნირის გამარჯვებული და 7- გზის ფინალისტი).
ჭაბუკმა ვიტ ჯორჯიელებმა ჯგუფში სამივე მატჩი დამაჯერებლად მოუგეს ნორვეგიულ გუნდებს ბურთების შეფარდებით 13-1, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში ძალზე დაძაბულ ბრძოლაში ისევ ნორვეგიულ „კონგსბერგთან“ 1-2 წააგეს (გოლი გეგა ბექაურმა გაიტანა) და საბოლოოდ ტურნირი 150 გუნდს შორის 32 საუკეთესოში მოხვედრით დაასრულეს.
გუნდმა დანია-შვედეთში ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლუკა დევდარიანი, თორნიკე შენგელია, ოტარ შენგელაია, ლაშა კიკნაძე, ნიკოლოზ გიორგაძე, გეგა ბექაური, სოსო კარანაძე, ნიკოლოზ მალაციძე, დავით მახათაძე, ზურაბ მიგინეიშვილი, ლუკა ჩოხელი, ზაალ ვეშაპიძე, ლუკა ვაშაძე, ლევან ცხვარიაშვილი, ნიკა ციხისელი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ტატო მორგოშია.
ახალგაზრდა საბურთალოლებმაც ქვეჯგუფში კარგი თამაშების შემდეგ პლეი ოფებში წაიფორთხილეს: საბურთალო 2-მა (მწვრთნელი გიორგი ნადირაძე) მეთექვსმეტედფინალში პოლონურ „ლუქს შკოლასთან“ 0-0 ის მერე პენალტებში 4-2 მოიგო (ნოდარ ტოგონიძე, თორნიკე მესხი, დავით ნიკაჭაძე, ცოტნე გოკაძე ), მაგრამ უძლიერეს პერუს „კანტოლაოსთან“ 0-1 დამარცხდა და 16 საუკეთესო გუნდში დაასრულა ტურნირი. გუნდში თამაშობდნენ: ლაშა ცეცხლაძე, გიორგი ნონეშვილი, ლუკა ლაბაძე, თორნიკე მესხი, რევაზ ჯაფარიძე, სანდრო ცეცხლაძე, შოთა კუპრავა, ნოდარ ტოგონიძე, ნიკოლოზ სანებლიძე, ალექსანდრე გურული, ლუკას ცანავა, დავით ზაქარეიშვილი, ნიკოლოზ ცარციძე.
საბურთალო 1-მა (მწვრთნელი ვოვა მუსერიძე) მეთექვსმეტედფინალში ნორვეგიული „ბრაგ ილი“ 5-1 დაამარცხა (გოლები – ნიკა ნიქაცაძე, ზუკა მაჭარაშვილი, მიშო კარაჯაევი, ნიკა სანებლიძე, დადუ ზაქარეიშვილი), მაგრამ მერვედფინალში 2:4 დათმო (დავით გოგილაშვილი-2) და საბურთალო 2-ის მსგავსად 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა, ანუ 2007 წლიანებში 16 საუკეთესო გუნდში საბურთალოს ორი გუნდი მოხვდა!!!
საბურთალო-1-ის სახელით ითამაშეს: დავით გოგილაშვილმა, დავით ნიქაცაძემ, ზურაბ მაჭარაშვილმა, მათე მამასახლისმა, ერეკლე შანშიაშვილმა, ნიკოლოზ ნიქაცაძემ, ნიკოლოზ გეგიაძემ, ნიკოლოზ კუპრაშვილმა, მიშ კარაჯაევმა, სანდრო წერეთელმა, ცოტნე გოკაძემ და იოანე შარაშენიძემ.
მართალია ჩვენებმა ვერ მოიგეს სკანდინავური ტურნირები (როგორი მოსაგებია 1700 და 1000 გუნდიანი გრანდიოზულ ფესტივალი?!), მაგრამ სამივე გუნდმა დაახლოებით 10-10 საერთაშორისო მატჩი ითამაშა და მნიშვნელოვნად აიმაღლა ოსტატობა. უფროს თაობას ეხსომება, სსრკ-ს პერიოდში როგორი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო (მაშინ საკავშირო ერქვა, მაგრამ ქართველები ეთამაშებოდნენ რუსებს, უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს. შუააზიელებს და ა.შ.) ტურნირებს და ქართული გუნდები ყველა ასაკში მონაწილეობდნენ „ტყავის ბურთზე“, „გადასასვლელ თასზე“, „თავთავის თასზე“, „სიჭაბუკის თასზე“… 15 რესპუბლიკისგან შემდგარ ქვეყანაში სწორედ ამგვარი ტურნირები იყო ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა!
სოფი გიგაურის და ნესი ჩარკვიანის ფოტოები