დღითიდღე ღვივდება კონფლიქტი NBA-ს უგვირგვინო მეფე ლებრონ ჯეიმსსა და აშშ-ის, ალბათ, ყველაზე ექტრავაგანტურ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. აკრონში საკალათბურთო სკოლის გახსნისას, “ლეიკერსში” გადაბარგებულმა ლებრონმა CNN-თან ინტერვიუთი ისარგებლა და ტრამპს ერთხელაც “უბწკინა”:
– ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი სპორტსაც კი იმისთვის იყენებს, რომ ამერიკელები ორად გაყოს. მე ამ ადამიანთან ერთ მაგიდასთან არ დავჯდებოდი.
ტრამპმა არ დაახანა და როგორც ჩვევია, პასუხი სოციალურ ქსელში გამოაცხო:
– ლებრონ ჯეიმსისგან ინტერვიუ ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ჩლუნგმა ადამიანმა – დონ ლემონმა აიღო. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ლებრონი ჭკვიან ტიპად წარმოეჩინა, არადა, ამის გაკეთება ადვილი არ არის. მე მაინც მაიკი (მაიკლ ჯორდანი) მირჩევნია.