… ეს ახალგაზრდობაშივე გაჭაღარავებული კაცი – კიევის „არსენალის“ მწვრთნელად დაუნიშნავთ.
თვალწინ გამირბინა 90-იანების შუა წლებმა, ძვლებისმსხვრევია „იუვენტუსმა“, მარჩელო ლიპის სიგარამ, დელ პიეროს ჩახვეულმა ჯარიმებმა, ვიალის ანთებულმა თვალებმა, ტორიჩელის ვარდნებმა, დი ლივიოს ჩარბენებმა…
იქ იყო ფაბრიციო რავანელიც. კაცი ალოგიკური ფეხით, არსაიდან რომ გოლი გაჰქონდა. ჯერ მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალი რად ღირს, „აიაქსს“ რომ გაუტანა.
რაღაც აკლდა, მაინც არ შეჰყავდათ ვარსკვლავების მარაქაში. აკლდა ის, რაც ჰქონდათ ტიერი ანრის, დენის ბერგკამპს და კიდევ სხვებს – ელვარება, მოფიქრება, შემოქმედებითობა… რავანელი რაღაც დაპროგრამებულივით იყო. ოღონდ, კოლორიტულ ფიგურად დარჩა.
იმ დროს ვინმე ნაადრევად გაჭაღარავებულს რომ დავინახავდით, მეტსახელად რავანელას ვეძახდით ხოლმე.
საიდან სადაო, ამაზეა ნათქვამი. კიევის „არსენალი“ უკრაინის უმაღლესშია, სეზონი კი ახლა დაიწყო და ვერ შევაფასებთ, როგორი მწვრთნელია რავანელი.
50 წლისაა, ცოტა მობერებულა…