კარგად გვახსოვს ჩია ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ესპანეთსა და პორტუგალიაში გაატარა, არგენტინის ნაკრების მაისურით კი 52 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

აიმარი გუშინდლამდე არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო და როგორც ჩანს, ფედერაცია მისი მუშაობით სულაც არაა უკმაყოფილო.

ჰოდა ახლა, ეროვნულ ნაკრებს მასთან ტანდემში ხორხე სამპაოლის ყოფილი თანაშემწე, 40-წლის ლიონელ სკალონი დამოძღვრავს, რომელიც ადრე ადრე ვესტ ჰემში, დეპორტივოში, ლაციოში, ატალანტაში, მალიორკაში თამაშობდა. სექტემბერში არგენტინას სწორედ სკალონი უხელმძღვანელებს გვატემალასთან და კოლუმბიასთან ამხანაგური მატჩებისას, აიმარი კი მისი დამხმარე იქნება.

დიდი შანსია, კარგი შედეგის შემთხვევაში ამ ორიდან ერთმა სპეციალისტმა სრულფასოვანი კონტრაქტი მიიღოს. თუმცა, არანაკლებ საშური საქმე ნაკრებში სამპაოლის დროს არეული მიკროკლიმატის გამოსწორებაა.

ლიონელ სკალონის (მარჯვნივ) ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა აქვს