მადრიდის „რეალი“ ამჟამად აშშ-ში იმყოფება და „მანჩესტერთან“ პირველი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.

სამეფო კლუბის ვარჯიშებიდან ხმა გამოვიდა, რომ ახალი მწვრთნელი ხულიან ლოპეტეგი თავდასხმაში ბენზემა-ბეილი-ვინისიუსის ტრიოს ამზადებს.

ცენრფორვარდის პოზიციაზე ფაქტობრივად უკონკურენტოდაა ქარიმ ბენზემა. მარჯვენა ფლანგიდან შეუტევს გარეტ ბეილი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მკვეთრად გაეზრდება სათამაშო დრო.

რაც შეეხება „რეალის“ ახალწვეულ ვინისიუს ჯუნიორს, სულ 18 წლისაა, მაგრამ ხულიან ლოპეტეგისთვის ისე მოუწონებია თავი, ძირითად შემადგენლობაში ადგილსაც უწინასწარმეტყველებენ.

წილი
წინა სტატიანიკოლოზ ბასილაშვილი – მსოფლიოს N35
შემდეგი სტატიაშენთან ვართ, გიო!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".