ჩვენს გუშინდელ ტრიუმფატორს atpworldtur.com-მა სპეციალური სტატია უძღვნა, სადაც ხაზგასმულია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია გადაწერაო.
ATP-500 სერიის კი არა, დამოუკიდებლობის ხანაში ტურის უფრო დაბალი რანგის ტურნირიც კი არ მოუგიათ ქართველებს.
დღემდე ყველაზე წარმატებული ირაკლი ლაბაძე გახლდათ, რომლის საუკეთესო შედეგიც რეიტინგის 42-ე საფეხური იყო.
ამ სიმაღლეს ირაკლიმ მასტერსის სერიის ორ ნახევარფინალში გასვლით მიაღწია, თუმცა კარიერა ისე დაასრულა ATP-ის ვერც ერთი ტიტული ვერ მოინადირა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ამჟამად 1215 სარეიტინგო ქულა აქვს, რაც იმის გარანტიაა, რომ უახლოეს მომავალში გასამართ ტურნირებში განთესილთა შორისაც ვიხილავთ.
გერმანიის ღია პირველობის ქართველი ჩემპიონი მსოფლიო რეიტინგში ახლა 35 -ე გახლავთ და მის ზურგს უკან გაელ მონფილსი, ანდრეას სეპი, ტომაშ ბერდიხი, ჟილ სიმონი და ბევრი არანაკლებ სახელიანი მეჩოგნე არის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ასევე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, ვისმა საკარიერო მონაგარმაც ორ მილიონ დოლარს გადააჭარბა.
წილი
წინა სტატიამოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება
შემდეგი სტატიარეალის შეტევა – ნაშთი და ბალანსი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".