ლივერუპული – მანჩესტერს ქომაგით სავსე მიჩიგან სთედიუმმა უმასპინძლა

ევროპული ფეხბურთის გრანდები წინასასეზონო მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში აშშ-ში აგრძელებენ ბურთაობას.

ტურნირს Internacional Champions Cup ჰქვია და წლიდან წლამდე პოპულარობაც ემატება. დასტურად ისიც კმარა, რომ წუხელ ქალაქ ან-არბორში „მიჩიგან სთედიუმზე“ გამართულ „ლივერპული“-„მანჩესტერის“ მატჩს 101 254 მაყურებელი დაესწრო. პირველი ტაიმის 1:1-ის შემდეგ ორივე გუნდმა თითქმის სრულად განაახლა შემადგენლობა და მეორე ნახევარში კლოპის შეგირდებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მანჩესტერელებს.
განსაკუთრებით ეფექტური სალაჰის ნაცვლად მოედანზე შესული ჯარდან შაქირის მაკრატელა იყო, რომელმაც 82-ე წუთზე მეტოქის რბევას წერტილი დაუსვა. ლონდონის „არსენალმა“ პსჟ მეტისმეტად დაჩაგრა – 5:1. გამარჯვებულთა შორის ანგარიში იოზილმა გახნა და ლაკაზეტმა კი დუბლი მიითვალა. ჯიჯი ბუფონი 73-ე წუთამდე იდგა პარიზელთა კარში და სამი გაშვებული გოლის შემდეგ სიბუათი შეცვალეს.
„ბარსელონა“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 კი უგებდა „ტოტენჰემს“, მაგრამ გათანაბრების საშუალება მისცა და პენალტების სერიაში მეკარე სილესენის წყალობით 5:3 იძალა. „სიტიმ“ „ბაიერნთან“ ტაიმ-ბოლი გაახერხა და 1:2-ის შემდეგ 3:2 იმარჯვა. „ქალაქელთაგან“ დუბლით ბერნარდუ სილვა გამოირჩა. პენალტების სერიით დასრულდა კიდევ ორი დაპირისპირება. ძირითადი და დამატებითი დროის შედეგი ორივეგან 1:1 იყო, მერე კი „ჩელსიმ“ „ინტერს“ (5:4), „იუვენტუსმა“ კი „ბენფიკას“ (4:2) მოუგო.
ტოპ კლუბები მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელთა უდიდეს ნაწილს დასვენების საშუალებას აძლევენ, თუმცა მატჩებს მაყურებელი ისეც არ აკლია – უხვგოლიანი და პენალტების სერიებით დასრულებული შეხვედრები სრულად აკმაყოფილებს ამერიკელთა გემოვნებას.
კმაყოფილია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ორგკომიტეტიც – ოკეანის გადაღმა ფეხბურთი წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება.
წილი
წინა სტატიარეალს აზარი შეეცვალა
შემდეგი სტატიატიტული ბალკანეთში დარჩა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".