ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგანი დააქუხა. გერმანიის ღია პირველობის მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა არამხოლოდ 500-იანი სერიის, ანუ ATP-ს მესამე რანგის ელიტარული ტურნირი მოიგო, არამედ დაგვარწმუნა, რომ შეუპოვრობა ფასდება. ამ გამარჯვებამდე ბასილაშვილმა თითქმის 10 წელი იარა. ადვილი როდი იყო მსოფლიო ჩოგბურთის გაუვალ ჯუნგლებში სიარული, უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მოთმინების, ფორმის, ხასიათის შენარჩუნება, დასანანი დამარცხებების ჩანაცვლება უმძიმესი გამარჯვებებით. ნიკოლოზმა ეს შეძლო, დღეს კი იგი უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომელმაც შეიძლება გერმანიის ღია პირველობის ფინალში მეორე პარტია 0:6 წააგოს, მაგრამ ამის გამო წარბს არ შეიხრის და გადამწყვეტ ბურთებს გულუძვრელად გაათამაშებს. და თუ ასეა, 26 წლის ქართველის მომდევნო წარმატებებიც ცხრა მთას მიღმა არ უნდა იყოს.

წილი
წინა სტატიატიტული ბალკანეთში დარჩა
შემდეგი სტატიაშურლე გერმანიიდან გაიქცა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია