ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან
ნორვეგიული „სარპსბორგის“ დამარცხების მერე 3-1 (ბექაური გეგა-2 და კარანაძე სოსო) ნორვეგიული „ტვეიტის“ ჯერიც დადგა – 5-0!
ზაზა დიდებაშვილის აღსაზრდელები ორმეტრიან ნორვეგიელებს ისეთი ჟინით ებრძოდნენ, განსაკუთრებით 2 ყველაზე პატარა (2 წლით უმცროსები!!!) ტატო მორგოშია და ლუკა დევდარიანი, რომ ბურთი დაუმალეს.
ისეთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს ქართველებმა, ნორვეგიელთა მწვრთნელები თავად მოვიდნენ ჩვენებთან, უთუოდ ფინალში უნდა გიხილოთო!!! გოლები კი დათო მახათაძემ, სოსო კარანაძემ, ლაშა კიკნაძემ, ლუკა ჩოხელმა და ზაალ ვეშაპიძემ გაიტანეს.
საბოლოოდ „ვიტ ჯორჯიამ“ 3 მატჩში 12 ქულით და 13 გატანილი გოლით (ერთი გაშვებული) პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში და მცირე თასიც მოიპოვა!
საბურთალო 1-მა (მწვრთნელი ვოვა მუსერიძე) გერმანელების ძლევის მერე, ჯერ დანიური „სკიბსბიუ“ გაანადგურა 10-0 (შოთა კუპრავა-2, დათუნა გოგილაშვილი-2, რევაზ ჯაფარიძე-2 (რეზიკო ლაშა ჯაფარიძის ვაჟია, რომელმაც 1995 წელს დანაკაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და დღემდე ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში), მერე კი ნორვეგიული „ჰაკადალი“ 3-0 შეარცხვინეს (მიშო კარაჯაევი-2 და ნიკოლოზ სანებლიძე) და ჯგუფში ბურთების საოცარი შეფარდებით 16-0 გაიმარჯვეს!
საბურთალო 2-მა (მწვრთნელი გიორგი ნადირაძე) უკრაინული „ტემპის“ განადგურების შემდეგ, მოულოდნელად დანიურ „ჰორნე ჰირტჰალსთან“ 0-1 წააგო, ნორვეგიული „სლაგენი“ კი ასევე მინიმალურად 1-0 დაამარცხა გიორგი ნონეშვილის გოლით და 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
სამივე ქართული გუნდი ხვალიდან „დანა კაპზე“ ფლეი-ოფებში ჩაებმება.
ფოტოები: ნესტან ჩარკვიანი და სოფი გიგაური