სხვა სიტყვით ვერ დაახასიათებ გერმანელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საკუთარი ეპოქა უკვე შექმნა და აგერ, ალბათ, დაუმხობელი რეკორდის ავტორიც შეიქნა – „დალას მავერიქსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთწლიან და 5-მილიონიან კონტრაქტს უფორმებს 40 წლის ნივიცკის. ეს მისი 21-ე სეზონი იქნება ტეხასურ გუნდში, რაც NBA – ს ყველა დროის რეკორდია.
აქამდე ნოვიცკი საუკეთესო შედეგს კობი ბრაიანტთან იყოფდა, ვისაც „ლეიკერსის“ მაისური 20 წელი უტარებია. თავად ნოვიცკიმ კი, გარდა იმისა, რომ „დალასი“ 2011 წელს პირველ და ერთადერთ ჩემპიონობამდე მიიყვანა, პირადი პრიზების უსოლიდურეს კოლექციასაც მოუყარა თავი:
NBA ფინალის უძვირფასესი მოთამაშე (2011); მსოფლიოს ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე (2002); ევროპის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე (2005); ფიბა-ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშე (2005, 2011); NBA-ს სეზონის უძვირფასესი მოთამაშე; „ოლ სტარის“ 13-გზის მონაწილე; NBA-ის ყველაზე შედეგიანი ევროპელი; NBA-ის ყველაზე შედეგიანი თეთრკანიანი კალათბურთელი…
მეტი რა უნდა გააკეთოს?!
ერთ 18 წლის გერმანელ ბიჭს, 1998 წლის დრაფტზე ტეხასელებმა მე-19 ნომრად აიყვანეს და, ფაქტობრივად, ორი ათეული წლით ანდეს გუნდის ბედი?!
გენიოსია!
წილი
წინა სტატიალუზერების დაგროვება
შემდეგი სტატიასამივე ქართული გუნდი ჯგუფიდან გავიდა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".