ჩემპიონშიფელი „შეფილდ უენსდისა” და მეორელიგელი „მენსფილდის” შეხვედრა თავპირისმტვრევით დამთავრდა. თუ ვინმეს ანგარიშიც აინტერესებს, „მენსფილდმა” 2:1 მოიგო. თამაში მენსფილდში იყო.

მოგეხსენებათ, ჩემპიონშიფი პრემიერლიგის ქვედა დონეა, რომლის მერეც მოდის პირველი ლიგა და აი, მას მოსდევს მეორე.

საინტერესოა, რომ თამაში დამთავრდა, ანუ 90 წუთი გავიდა და შედეგი დაფიქსირდა, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს დაეტაკნენ. ჩხუბი იყო მუშტებით. მოსეირეებმა ნოკაუტებიც დათვალეს.

სათადარიგოთა სკამებიდან საჩხუბრად მოედანზე ბევრი ადამიანი შევარდა. მაყურებლები ტრიბუნებიდან პირდაღებულები უყურებდნენ უცებ მოწოლილ სიგიჟეს.