მსოფლიოს ჩემპიონობა ყმაწვილურ ასაკში მეტისმეტად მძიმე ტვირთია საიმისოდ, რომ ღირსეულადაც ატარო და ვერც ჩხირკედელა ჟურნალისტებმა დაგიგონ ხაფანგი.
კილიან მბაპე მონდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, სხვადასხვა ფორმაციის სიმბოლურ ნაკრებშიც მიუჩინეს ადგილი და გაწეული ქველმოქმედებისთვისაც (ჩემპიონობის საპრიზო 450 000 ევრო ინვალიდი ბავშვების სასარგებლოდ გაიღო) ქება და დიდება უძღვნეს.
როგორც ჩანს, ამ ასაკშიც და ამ ნიჭშიც ბუდობს რაღაც დოზით ამბიცია და ეგოიზმი. მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულის დასახელება სთხოვეს:
– კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, ლუკა მოდრიჩი და რაფაელ ვარანი.
– ეს ოთხია. მეხუთე?
– მგონია, ხუთეულში ადგილს მეც ვიმსახურებ, – იყო ფრანგის პასუხი.
მბაპეს არ უხსენებია ლეო მესი და ეს უფრო პირად გამოწვევას ჰგავს. მან ხომ არგენტინასთან ორი გაიტანა და მესიმ ვერაფრით გამოიჩინა თავი.
არადა, მესიმდე მაინც ძალიან შორია. მბაპესთვისაც კი. გაიზრდება – გაიგებს.
წილი
წინა სტატიაველო-დოპინგი
შემდეგი სტატიარისკმა დაცემა იცის
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".