ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე სულ ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთი მოიგო და მხოლოდ მეექვსეში დამარცხდა.სწორედ მარცხიან ბრძოლაში მიიღო ქართველმა ოძეკიმ ტრავმა და ტურნირიდან მოიხსნა. ნაგოია ბაშოს შედეგები საბოლოოდ შეჯამდა და სპეციალურმა კომისიამ ლევანი „კადობანში“ ჩააყენა.
მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს მისთვის პირობის დათქმაა: თუ სექტემბრის ბაშოზე, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს, ჩვენებური დადებით ბალანსს ვერ მიაღწევს, ოძეკის ტიტული ჩამოერთმევა.
სხვა შემთხვევაში 15 ბრძოლიდან 8-ში გამარჯვება ტოჩინოშინისთვის არც თუ რთული ამოცანა იქნებოდა, მაგრამ როცა საქმე ტრავმას ეხება, პროგნოზების გაკეთება ძნელია. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბერში ტოკიოში ლევანი აბსოლუტურად ჯანმრთელი ჩავა.





