„რეალისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ამ ზაფხულს დიდი ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ ერთი წლით გადადო. არადა, 29 წლის ბეილი და მისი მთელი ცხოვრების სიყვარული, 26 წლის ემა რის-ჯონსი იტალიაში, ერთ-ერთ სასახლეში აპირებდნენ წვეულების გამართვას, სადაც ფეხბურთის ვარსკვლავები უნდა დაეპაჟიათ.

ქორწილის გადადების მიზეზი ოჯახური არეულებაა. უფრო რომ დავაზუსტოთ, პრობლემები პატარძლის მხარეს აქვს. ემა იმედოვნებს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თავის სკანდალურ და ნაჯდომ მამასთან, 54 წლის მარტინ რის-ჯონსთან უფრო დაალაგებს ურთიერთობას და შემდეგ ზეიმიც უფრო გაადვილდება.

მარტინ რის-ჯონსი კი არეული ცხოვრებისა და გონების კაცია. ის ხუთი წელიწადი იჯდა ციხეში. მიზეზი: აქციებით მაქინაციები. და რაც ყველაზე საინტერესოა, გათავისუფლების შემდეგ მან თავისი „საქმენი საგმირონი” წიგნად დაწერა. წიგნში ის თავს ჯონ რობსონს უწოდებს, ხოლო ავტორად ფსევდონიმი ვადიმ ვიკტოროვი უწერია, მაგრამ რად გინდა — ყდაზე თავისი ნამდვილი სურათი აქვს გამოსახული.

როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, ემა და გარეთი ცდილობდნენ მამა დაერწმუნებინათ, რომ წიგნის გამოცემა ცუდი იდეა იყო, რადგან იქ ბევრი ისეთი ამბავია აღწერილი, რომლებიც ჯობდა ფარულად დარჩენილიყო, მაგრამ მარტინმა მაინც თავისი გაიტანა.

წიგნის გამოცემით გაბრაზებული წყვილი წყვილი ფიქრობდა ქორწილს კი გადავიხდით, მაგრამ მამას არ დავპატიჟებთო, მაგრამ შემდეგ საკუთრივ წვეულების გადადება ამჯობინა.

აგრეთვე ამბობენ, რომ ემა რის-ჯონსი ქირწილის გადადებით გულის სიღრმეში კმაყოფილიც კი არის რადგან ცოტა ხნის წინ მესამე შვილი ალექს ბეილი შეეძინა და ჯერ ფორმაში ვერ არის.

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ემა მამამისზე გაბრაზებულია ის გახლავთ, რომ მარტინმა თავისზე ორჯერ ახალგაზრდა რუს ქალთან გააბა რომანი და თანაცხოვრებაც დაიწყო. ამით იოლად შეიძლება აიხსნას, საიდან მოვიდა ფსევდონიმი ვადიმ ვიკტოროვი — გვარ-სახელი, რომელსაც უელსელი თაღლითი ვერაფრით მოიფიქრებდა.

54 წლის სასიმამროსა და ახალგაზრდა რუსის ქალის წრფელ სიყვარულზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, იმას კი დავძენთ, რომ მექორწილეთა საახლობლოში ნარკომანიის პრობლემაც მძვინვარებს, ასე რომ ქორწილის გადადება შესაძლოა ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

 

წილი
წინა სტატიაორი ერთში
შემდეგი სტატიასანემ გაიგო და გაუგო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...