იტალიური „მილანისა“ და ხორვატიის ნაკრების 30 წლის ფორვარმა ნიკოლა კალინიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა.
„მე რუსეთში არ მითამაშია,“ – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ფეხბურთელი.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნიგერიასთან (2:0) ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე მარიო მანჯუკიჩის შეცვლა გადაწყვიტა და სათადარიგოთა სკამიდან ნიკოლა კალინიჩს უხმო. კალინიჩმა წელის ტკივილი მოიმიზეზა და მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადა. მანჯუკიჩი საუცბათოდ პიაცათი შეცვალეს. ყველამ კარგად იცოდა, რომ კალინიჩს არაფერი აწუხებდა მანჯუკიჩთან ქიშპის გარდა და მწვრთნელს დაუფასებლობისთვის სამაგიერო ამ ფორმით გადაუხადა.
კალინიჩმა სანაკრებო ბანაკი იმ მატჩის შემდეგვე დატოვა. თავიდან ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია განაცხადიდან მის ამოღებასაც გეგმავდა, თუმცა 15 სანაკრებო გოლის გამტანი დაინდეს. შესაბამისად, ვერცხლის მედალი მასზეც გაიცა.
კალინიჩმა იუარა. არც არავინ ჩასციებია… არ გინდა? აი დარდი!
წილი
წინა სტატიაკლოპის აზრი და აგრესია
შემდეგი სტატიასქაი აკონტროლებს, ასტანა – იგებს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".