მადრიდის „რეალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მეთერთმეტე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთი სეზონის განმავლობაში ორი მთავარი ფინალი მოიგო – ჩემპიონთა ლიგის (თასის) და მსოფლიო ჩემპიონატის. ასეთივე შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა ასევე რეალელ ლუკა მოდრიჩს, მაგრამ მისი ხორვატია მონდიალის ფინალში ფრანგებთან 2:4 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ სიაში მხოლოდ ორი კლუბის მოთმაშეები მოხვდნენ, 11-დან შვიდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია, ოთხი კი მადრიდის „რეალის“.

რაფაელ ვარანმა წვევალნდელ ჩემპიონთა თასს მსოფლიო თასიც შემატა

აქვე იმ ფეხბურთელების სია, ვისაც „სეზონის დუბლი“ გაუხერხებია:

  1. ფრანც ბეკენბაუერი (ბაიერნი, გფრ 1974)
  2. ული ჰიონესი (ბაიერნი, გფრ 1974)
  3. გერდ მიულერი (ბაიერნი, გფრ 1974)
  4. პაულ ბრაიტნერი (ბაიერნი, გფრ 1974)
  5. ჰანს-გეორგ შვარცენბეკი (ბაიერნი, გფრ 1974)
  6. ზეპ მაიერი (ბაიერნი, გფრ 1974)
  7. იუპ კაპელმანი (ბაიერნი, გფრ 1974)
  8. კრისტიან კარამბიუ (რეალი, საფრანგეთი)
  9. რობერტო კარლოსი (რეალი, ბრაზილია 2002)
  10. სამი ხედირა (რეალი, გერმანია 2014)
  11. რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთი 2018)

 

დეიან ლოვრენმა წლეულს ორი ფინალი წააგო

ასევე ისინიც, ვისაც ერთი სეზონის განმავლობაში ორივე ფინალი წაუგია:

  1. ნილს ლიდჰოლმი (მილანი, შვედეთი 1958)
  2. კარლ-ჰაინც რუმენიგე (ბაიერნი, გფრ 1982)
  3. პაულ ბრაიტნერი (ბაიერნი, გფრ 1982)
  4. კარსტენ რამელოვი (ლევერკუზენი, გერმანია 2002)
  5. ბერნდ შნაიდერი (ლევერკუზენი, გერმანია 2002)
  6. ოლივერ ნოივილი (ლევერკუზენი, გერმანია 2002)
  7. ტიერი ანრი (არსენალი, საფრანგეთი 2006)
  8. არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია 2010)
  9. მარკ ვან ბომელი (ბაიერნი, ჰოლანდია 2010)
  10. დეიან ლოვრენი (ლივერპული, ხორვატია 2018)
წილი
წინა სტატიაგვარდიოლა ჩივილით იწყებს
შემდეგი სტატიაიტალიური მასტერკლასი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.