წყალბურთს პროგნოზები უხდება. ევროპის 2018 წლის პირველობის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი აუმღვრევლად ჩატარდა, მხოლოდ A-ჯგუფში დატრიალდა ინტრიგა, როცა გერმანიამ ევრო-2016-ის ბრინჯაოსმედალოსან უნგრეთს ფრე გამოჰგლიჯა ხელიდან და ამით დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი გამარჯვებაც შემთხვევითი როდი იყო. ჩვენებმა კი მოლოდინისამებრ დათმეს თამაში იტალიის ნაკრებთან (3:14) ისე, რომ ვერცერთ ტაიმში სერიოზული ვერაფერი აჩვენეს.

 

ქართველები იტალიელებს წინ აღუდგნენ, მაგრამ თავს ზევით ძალა არ ეყოთ

ჯგუფში ბოლო ადგილის დაკავებით ქართველები მე-13-16 ადგილების მაძიებელთა რიგში მოხვდნენ და ნახევარფინალურ თამაშს ბარსელონაში უიღბლოდ მოხვედრილ თურქეთთან გამართავენ. ჩვენს მეზობლებს უკიდურესად გაუფუჭდათ ხასიათი სამივე ჯგუფური მატჩის წაგებით, სულ 8 გოლის გატანით და 9-ჯერ მეტის გაშვებით, ამიტომ ქართველებთან სათამაშოდ, სავარაუდოდ, მოტივირებულნი გავლენ, თუმცა წერილის თავშიც აღვნიშნეთ, რომ წყალბურთში პროგნოზი ეფექტურია და ჩვენების გამარჯვება უდავო გვგონია. ჩამორჩენილთა მეორე ნახევარფინალში მალტა და სლოვაკეთი ითამაშებენ.

ჯგუფთა პირველადგილოსნებმა (მსოფლიოს ჩემპიონი სერბეთი, ხორვატია, ესპანეთი, იტალია) პირდაპირ მიიღეს მეოთხედფინალში თამაშის უფლება, ხოლო პლეი-ოფი მეორე და მესამეადგილოსნებისთვის კვირადღეს არის დანიშნული შემდეგი განრიგით: უნგრეთიჰოლანდია, მონტენეგრორუმინეთი, გერმანიასაბერძნეთი, საფრანგეთირუსეთი.

დასკვნითი სატურნირო მდგომარეობა

ჯგუფი A

ნაკრებითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იტალია330026:69
უნგრეთი311121:214
გერმანია311115:274
საქართველო300317:360

ჯგუფი B

ნაკრებითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ესპანეთი321035:157
მონტენეგრო321032:187
საფრანგეთი310222:213
მალტა300315:500

ჯგუფი C

ნაკრებითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ხორვატია330049:179
საბერძნეთი320146:196
ჰოლანდია310237:323
თურქეთი30038:720

ჯგუფი D

ნაკრებითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
სერბეთი330035:199
რუსეთი320133:246
რუმინეთი310221:283
სლოვაკეთი300316:340
წილი
წინა სტატია11 – ვარანმა გუნდი შეავსო
შემდეგი სტატიაორი ერთში
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია