ნესტან ჩარკვიანი გეტებორგიდან
1994 წლის შემდეგ ქართული გუნდები (ვაკე-91, ვიტ ჯორჯია და საბურთალო) უკვე ოცდამეხუთედ გამოდიან სკანდინავიაში უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე და ბევრჯერ გამარჯვებულებიც დაბრუნებულან.
წლეულს „ვიტ ჯორჯიას“ 2002 წელს დაბადებულთა გუნდი (მწვრთნელი- ზაზა დიდებაშვილი), ხოლო საბურთალო 2007 წლიანების ორი გუნდით (მწვრთნელები ვოვა მუსერიძე და გიორგი ნადირაძე) გაემგზავრნენ შვედეთის როგით მეორე ქალაქ გეტებორგში – „გოთია ქაფზე“ და დანიის პატარა ქალაქ ჯიორინგში – „დანა ქაფზე“ საასპარეზოდ. ნახევარმილიონიან გეტებორგში 1 730 (!!!) გუნდი შეიკრიბა 82 ქვეყნიდან ტურნირზე, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდათა ჩემპიონატსაც უწოდებენ. სულ ვაჟთა შორის 7 ასაკობრივი ჩემპიონატია, ისევე როგორც ქალთა შორის.
ქვეჯგუფში „ვიჯ ჯორჯიამ“ შვედეთის სკილებოს 2-0 მოუგო (გოლები კოტე ლორთქიფანიძემ და სოსო კარანაძემ გაიტანეს), შემდეგ ირლანდიის „სითაუნთან“ 0-0 ითამაშეს, ხოლო შვედეთის „სკიჯებროსთან“ 1-1 (ტატო მორგოშია) და ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. „საბურთალოს“ პირველმა გუნდმა კი შვედეთის „სტოკსუნდი“ დაამარცხა 5-1 (რეზი ჯაფარიძე-4 გოლი, შოთა კუპრავა-1), გერმანიის „სეგებერგი“ 4-2 (ჯაფარიძე,-3 გოლი, ნიკა სანებლიძე-1), შვედეთის „კუნგსბაკა“ 3-0 (ჯაფარიძე-2, ნოდარ ტოგონიძე) და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ. „საბურთალოს“ მეორე გუნდმა კი ნორვეგიული „ნასტესი“ გაანადგურა 7-0 (ნიკოლოზ მიქაცაძე და ნიკოლოზ ცარციძე 2-2 გოლი, დავით გოგილაშვილი მიხეილ კარაჯაევი და ცოტნე გოკაძე-თითო-თითო) გერმანიის „სეგებრგიც“ ზედ მიაყოლა 4-1 (გოგილაშვილი-2, იოანე შარაშენიძე, სანდრო წერეთელი), შვედეთის ნაკასთან კი 1-2 წააგო (მიქაცაძე) და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ხვალიდან სამივე ქართული გუნდი ფლეი ოფებში ჩაერთვება.