ალექსის სანჩესმა ვიზის პრობლემები მოაგვარა და აშშ-ში „მანჩესტერ იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჩილელს აშშ-ის საკონსულო ქვეყანაში შესვლის ნებას არ აძლევდა. მიზეზი: „ბარსელონაში” თამაშის წლებში მან ესპანეთის საგადასახადო კანონი დაარღვია და პრობლემებიც ამას მოჰყვა.
სანჩესი რეალური სირთულის წინაშე იდგა. სერულიად შესაძლებელი იყო მას „იუნაიტედის” ხუთივე ამხანაგური შეხვედრა გამოეტოვებინა. მართალია, ფორვარდი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე არ უქმობდა, მაგრამ აბა სად მარტო ვარჯიში და სად გუნდთან ერთად სრულყოფილი პროგრამის გავლა. მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებმა ყველა ღონე იხმარეს და თუკი რამ გავლენა ჰქონდათ, ჩართეს, რის შედეგადაც მიზანს მიაღწიეს: სანჩესი ამერიკაში შეუშვეს.
ჩილელის საწვრთნელ შეკრებაზე ჩასვლა, ჟოზე მოურინიუსთავის რასაკვირველია მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ხალხი აკლია: მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელები ჯერჯერობით მის განკარგულებაში არ არიან — მათ სამკვირიანი შვებულება ერგებათ.