შარშანდელი ამბავია, ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანუ რონალდუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ რომ სცნო.

მაშინ პორტუგალიელმა აღიარა, შემეშალა და ხაზინას 14,7 მილიონი ნამდვილად დავაკელიო.

ციიცო! – სასამართლომ და ჯარიმად 18,8 მილიონი ევროს გარდა ორწლიანი პირობითიც მიუსაჯა.

ეტყობა, ტურინულმა ფულმა სულზე მიუსწრო რონის – 15,3 მილიონი უკვე გადარიცხა და შეუთვალა, დარჩენილ 3,5 მილიონსაც დღე-დღეზე გაახლებთო.