ჯერ მოედანზე არ გასულა და კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ ყულაბაში პირველი მილიონები უკვე შეიტანა.
იტალიურმა გრანდმა რონალდუს სახელობითი 7-ნომრიანი მაისურების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. პირველსავე დღეს დაახლოებით 520 ათასი მაისური გაიყიდა. ფასი 105 ევრო იყო. ჯამურად შემოსულმა თანხამ 55 მილიონი ევრო შეადგინა.
ბუნებრივია, ეს თანხა სუფთა მოგება არ არის, მაგრამ პორტუგალიელმა ერთი წლის ხელფასი, ფაქტობრივად, უკვე გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ „ბებერმა სინიორამ“ კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან“ 112 მილიონ ევროდ წამოიყვანა და 4-წლიან კონტრაქტში წლიურად 31 მილიონი ევრო აღუთქვა.