
კილიან მბაპეზეა საუბარი, რომელიც ყმაწვილური ასაკის თუ თანდაყოლილი სიკეთის გამო ნაკლებად აქცევს ყურადღებას ნულებს საკუთარ ანგარიშზე.
მონდიალამდე საფრანგეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას მან მაკრონს ორიოდ წუთი სთხოვა და აფრიკულ ქვეყნებში ფეხბურთის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის გეგმაზე ესაუბრა. დღეს უკვე მსოფლიოს 19 წლის ჩემპიონს საფრანგეთის მაისურით შესარჩევ ციკლსა და მონდიალის ფინალურ ეტაპზე ყველა მატჩში მონაწილეობისთვის ჯამურად 470 000 ევრო ერგება. მბაპე ამ ფულს სპეციალურ ფონდს ურიცხავს, რომელიც ჰოსპიტალიზებული და ინვალიდი ბავშვების სპორტთან ადაპტირების პრობლემებითაა დაკავებული.