კრიშტიანუ რონალდუ ჯანზეა და ოპტიმიზმს, მოზღვავებულ ენერგიას და თავდაჯერებულობას ასხივებს. ტურინში, “იუვენტუსის” სამედიცინო ცენტრში მის გამოჩენას მხიარული ქაოსი მოჰყვა, რომელიც პიარ-თვალსაზრისით სამაგალითო იქნებოდა პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატისთვის. სად იყო მაინც ამდენი ფანი, ჟურნალისტი, სმარტფონი, კამერა და საავტოგრაფე საგანი (მაისური, პოსტერი და მისთანები)? ყურთასმენის წამღებ ხმაურში “იუვენტუსის” ახალმა, 120-მილიონდოლარიანმა შენაძენმა ყველასთვის მოიცალა, ავტოგრაფები ჩამოარიგა და სამედიცინო აპარატურაზეც მხიარული სახით შედგა.

პირველი შთაბეჭდილება ეფექტური გამოდგა, დანარჩენს სერია A-ს ახალი სეზონი გამოაჩენს.

წილი
წინა სტატიაჯერ დაიხოცნენ, მერე მოულხინეს
შემდეგი სტატია23 + ბონუს ფაქტი მსოფლიოს ჩემპიონატზე
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია