
მოგეხსენებათ, მუტკო წლების მანძილზე იყო რუსეთის სპორტის მინისტრი და მისი პერსონა რუსი სპორტსმენების დოპინგ-სკანდალთან ასოცირდება.

მუტკოს სასახელოდ უნდა ითქვას, უფრო აკრძალვას რომ ჰგავდა, იმ რეკომენდაციის ფარგლები არ დაურღვევია და ფიფას პრეზიდენტს სათოფეზე არ გაკარებია. არადა, ვიცე-პრემიერს სრული უფლება ჰქონდა, ვიპ-ლოჟიდან ეყურებინა რუსეთის ნაკრების თამაშებისთვის.
მასპინძელი ქვეყნის მიმართ პატივისცემის ნიშნად ინფანტინო რუსების ყველა მატჩს დაესწრო.
მუტკო, ფაფუ!