შეხვედრაში, რომელიც ბელგიამ ინგლისს 2:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა, ედენ აზარმა ერთხელაც დაამტკიცა, თუ რა ძლიერი ფეხბურთელია, — წერს კატალონიური „სპორტი”. ვარსკვლავი, რომლის „ჩელსიდან” გადაბირებასაც ესპანური გიგანტები „რეალი” და „ბარსელონა” ცდილობენ ბურთი აკონტროლა და მეტოქის კართან საგოლე მომენტები შექმნა.

ინგლისის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა აზარის, კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს ტრიოსთან გამკლავება. შეხვედრის მიწურულს მეორე გოლი ინგლისელთა კარში სწორედ აზარმა გაიტანა დე ბრუინის პასით.

მატჩის დამთავრების შემდეგ ბელგიელმა ვარსკვლავმა BeIN Sports France-ს მისცა ინტერვიუ და როდესაც ჰკითხეს მისი აზრით ვინ გახდება მონდიალის საუკეთესო მოთამაშე, ასე უპასუხა:

„საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ჩემს თავს გადავცემდი, თუმცა არჩევანს მე არ ვაკეთებ. ვფიქრობ, საუკეთესოდ რომელიმე ფინალისტს დაასახელებენ”.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ედენ აზარმა სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გადააწოდა.