პარასკევის ვარჯიშზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიის ნაკრებს ხუთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ამ ხუთეულიდან ორის, ივან პერიშიჩისა და ივან სტრინიჩის თამაში კვირას, ფრანგების წინააღმდეგ საეჭვოა.
დანარჩენი სამი ფეხბურთელი, რომლებმაც არ ივარჯიშეს იყვნენ დეიან ლოვრენი, დანიელ სუბაშიჩი და სიმე ვრსალკო. როგორც პრესა ვარაუდობს ეს ფეხბურთელები ხორვატთა გუნდის ხელმძღვანელობამ უბრალოდ დაასვენა.
პერიშიჩმა და სტრინიჩმა ინგლისთან ნახევარფინალური მატჩი ვერ ჩაამთავრეს და მათი სამედიცინო გამოკვლევის პასუხები დღეს იქნება.