უკვე დიდი ხანია დადის ჭორი, რომ „რეალს” ნეიმარის შეძენა უნდა. მას მერე, რაც მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა ეს ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ „რეალმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა — მას „პარი სენ ჟერმენის” მოთამაშე არ არინტერესებს.

ამ ზაფხულზე უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მადრიდელები ბრაზილიელი ვარსკვლავის გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. პირველად ნეიმარის შეძენის სურვილი მათ 2 ივლისს იუარეს და ეს იყო პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე თითქოს „თეთრები” თავდამსხმელში 310 მილიონ ევროს იხდიდნენ.

„ვინაიდან არ წყდება ხმები თითქოს ნეიმარი ჩვენს კლუბთან არის დაკავშირებული, მადრიდის რეალს სურს მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის არ აპირებს ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით „პარი სენ ჟერმენისთვის” რაიმე წინადადებით მიმართვას.

ჩვენს კლუბებს შორის ჩინებული ურთიერთობაა და ამდენად, „რეალი” პსჟ-ს მოთამაშით რომ იყოს დაინტერესებული, უპირველეს ყოვლისა პარიზულ კლუბს მიმართავდა”, — წერია „სანტიაგო ბერნაბეუდან” გავრცელებულ განცხადებაში.