“მოაშორეთ ეს ხორვატია აქედან!” – წაიბურდღუნა წუხელ მუშტაიდის პარკში ვეება ეკრანის წინ, ლუდით ხელში მჯდომმა ქომაგმა და მესამე ბოთლას გამოუყვანა წირვა – “პენალტები იქა, პენალტები აქა, უგებენ არგენტინას, რომელიც არგენტინა კი არა, რაღაც დოზანაა. რამდენი უნდა გაგიმართლოს…”

ქომაგს კონცეპტუალური სევდა აწვა მხრებზე: მის გონებაში ვერ თავსდებოდა მონდიალის ნახევარფინალი ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის, იტალიის (აფსუს, იტალია!) ან ესპანეთის გარეშე, თორემ ეყოფოდა ობიექტურობის გრძნობა და იტყოდა, რომ ხორვატებმა ეს ფინალი ათწლეულობით დაღვრილი ოფლით და ტიტანური შრომით დაიმსახურეს. საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიო თასზე, ხორვატთა “ოქროს თაობამ” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ყველა მომდევნო მონდიალი (გარდა ერთისა) ბალკანელებმა ფინალურ ტურნირში გასვლით დაასრულეს. ახლა კი ეს დროც მოვიდა: ხორვატია, ინგლისთან წუხანდელი 2:1-ის, მონდიალ-2018-ის ფინალშია.

გასაკვირია თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ხორვატები, როგორც პროფესიონალები, ერთი თავით მაღლები ჩანდნენ ინგლისელებზე. ბოლოსკენ, როცა გაძლებაზე მიდგა საქმე, ალბიონელებმა, თუ დაღლილობის, თუ დაუდევრობისგან მეტოქე ბარე ორჯერ გააკარეს თავიანთი კარის სიახლოვეს და ბალკანელებს კი შანსის გამოყენება ჰყვარებიათ.

ფინალს, ცხადია, ფავორიტად საფრანგეთი ეყოლება, მაგრამ დღევანდელ ფორმაში მყოფი ხორვატიისგან ცის ჩამომხობაც არ უნდა გაგვიკვირდეს.

ნეტავ ყველაფერი აქ დამთავრებულიყო! – ტრიპიერის დარტყმით მოგვრილი სიხარული ინგლისს მხოლოდ ნახევარი საათი ეყო
წილი
წინა სტატიავა, ვეა?
შემდეგი სტატიადღეს საღამოს ვნახავთ ვინ იქნება დაღლილი
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია