სანკტ-პეტერბურგის “კრესტოვსკიზე“ პრემიერლიგის თამაში გაიმართა. არა იმიტომ, რომ ნახევარი პრემიერლიგა იყო გასული მინდორზე საფრანგეთის და ბელგიის ნაკრებთა მაისურებით, არამედ რადგან მონდიალ-2018-ის პირველმა ნახევარფინალმა სწორედ მსოფლიოში საუკეთესო საკლუბო ტურნირი დაგვიყენა თვალწინ (ბოდიში და მორიდება პრიმერა დივიზონის და სერია A-ს ქართველ ფანებს!). მატჩის მსვლელობისას ვხედავდით ყოველს, რის გამოც ფეხბურთს და კერძოდ, პრემიერლიგას ვაღმერთებთ: ცენტრში ბურთის არდაყოვნებას, ბრძოლა-სირბილით მოუღლელ, თამაშს დახარბებულ ფეხბურთელებს და ორმხრივ ორომტრიალს საჯარიმო მოედანთა მისადგომებთან.

ის კინკილა გოლი თამამად შეიძლება გასულიყო საპირისპირო კარშიც და გვენანება უმაგრესი ბელგიის ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობასაც არ დაამადლიდა ვერა სულიერი. თაობა, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ფინალის კარები ვერ განახვნა, ალბათ მომავალ მონდიალზეც შეავსებს საყატარედ მომართულ ბელგიის საფეხბურთო ლაშქარს და ვინძლო იქ მაინც ივარგოს.

ფრანგებს კი ბარაქალა. ფინალში ერთი წაზიდანებაც (ამ სიტყვის 1998 და არა 2006 წლისეული გაგებით) და მსოფლიო თასს მეორედ ააფრიალებენ ჰაერში.

წილი
წინა სტატიატოჩინოშინი და სამნი
შემდეგი სტატიაკურტუა: ფრანგებმა ანტიფეხბურთი ითამაშეს
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია