ექვსი მატჩი ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა და ტრუს-მაისურ-გეტრების ფერთა კომბინაცია ერთხელაც არ გაუმეორებიაო, წერს არგენტინული „ოლე“ და ირონიულად კითხულობს, შავ-ბნელ ძალებთან ხომ არ აქვთ ურთიერთობა და რიტუალს ასრულებენო. „ოლე” იმასაც ამტკიცებს, რომ დიდიე დეშამს პრესკონფერენციაზე ყოველთვის ახლავს უგო ლორისი. მხოლოდ ერთხელ არ იახლა – დანიასთან მატჩის წინ –  ლორისს კი ამ შეხვედრაში არ უთამაშია და მატჩიც ფრედ დასრულდა. ყველა დანარჩენი შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს. ისღა დაგვჩენია, ვნახოთ ვის დაისვამს გვერდით დეშამი ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე და ფერების რა კომბინაციას აირჩევენ ფრანგები. ერთხელ მაინც გაიმეორებენ თუ არა.

ფერების კომბინაცია კი ასეთი იყო:

1) ავსტრალიასთან – ლურჯი მაისური, თეთრი ტრუსი, ლურჯი გეტრები.

2) პერუსთან – ლურჯი, ლურჯი, წითელი.

3) დანიასთან – თეთრი, ლურჯი, თეთრი.

4) არგენტინასთან – ლურჯი, თეთრი, წითელი.

5) ურუგვაისთან – თეთრი, თეთრი, თეთრი

6) ბელგიასთან – ლურჯი, ლურჯი, ლურჯი.

7) ?

წილი
წინა სტატიაყველაზე ძვირი ბებერი ვაჟბატონი
შემდეგი სტატიარატომ არ უნდა ნეიმარს რეალში გადასვლა?
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.