ნაგოა ბაშოს ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს: კომუსუბი მიტაკუემი და ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი.

ლევანმა აბი ნაცადი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და არც დიდი ჯაფა დასდგომია. დამარცხდა იოკოძუნა კაკურიუ, მეორე იოკოძუნა ჰაკუჰო კი მუხლის მყესის დაზიანების გამო ტურნირიდან მოიხსნა.

თუ ტრავმას მალევე მოიშუშებს, მას აქვს ტურნირზე დაბრუნების უფლება.

ყველაფერი ეს კი ლევან გორგაძის წისქვილზე ასხამს წყალს და თუ ჩვენებურმა იოკოძუნებთან მიღებული ფორით ბოლომდე ისარგებლა…

რატომაც არა – კიდევ ერთი იმპერატორის თასი!

წილი
წინა სტატიაშენ ხარო f****** s***
შემდეგი სტატიაეს რამ დაგაწერინა ?!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".