40 წლის ჯიჯი ბუფონი „იუვენტუსიდან“ პარი-სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც… ვეასთან ერთად ითამაშებს – ლიბერიის პრეზიდენტის ჟორჟ ვეას 18 წლის შვილი ტიმოტი ვეა და უბერებელი ბუფონი თანაგუნდელები გახდნენ.

განსაკუთრებული ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: 1995  წლის 19 ნოემბერს „პარმა“–„მილანის“ მატჩში 17 წლის ბუფონის დებიუტი შედგა, სტუმართა გუნდში კი თამაშობდა… 29 წლის ლიბერიელი მეგოლე ჟორჟ ვეა, რომელმაც იმ შეხვედრაში ვერ გაიტანა –  0:0.

ისე გამოვიდა, რომ ბუფონს მამა ვეას წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა, ახლა კი მისი შვილის თანაგუნდელი გახდა და ამ ამბებს შორის 23 წელი გაპარულა.

2001-ში იტალიელი მეკარე გადაბარგდა „იუვენტუსში“ და  17 წელი გაატარა ტურინულ კლუბში, ჟორჟ ვეამ კი 2003-ში „ალ ჯაზირაში“ დაასრულა კარიერა. ჯიჯი კარის ჩარჩოდან არ გამოდის, ჟორჟ ვეა კი გასულ ზამთარს ლიბერიის პრეზიდენტი გახდა.

წილი
წინა სტატიაჩვენ ახალ ისტორიას შევქმნით
შემდეგი სტატიაფინალი პირველი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.