ერთი გირვანქით  140 ათას 505 გირვანქას იგებდა აბერდინელი მარკ მორისონი ივან პერიშიჩს რუსეთთან საჯარიმოს გარედან  რომ გაეტანა. რა ეწერა მორისონს ?

1) შვედეთი-ინგლისი,  ჰარი მაგუაიერი თავით გაიტანს.

2) საფრანგეთი – ურუგვაი, ანტუან გრიზმანი საჯარიმოს გარედან გაიტანს.

3) ბრაზილია – ბელგია, კევინ დე ბრუინი საჯარიმოს გარედან გაიტანს.

4) რუსეთი – ხორვატია, ივან პერიშიჩი საჯარიმოს გარედან გაიტანს.

სამი  დასვა, თუმცა სამივე მატჩის ფსონებს თამაშამდე თუ გადახედავდი,  იოლად გამოიცნობდი მაგუაიერის თავურს და გრიზმანის და დე ბრუინის საჯარიმოს გარედან გოლებს. ეს სამივე რაღაცნაირად, ჩანდა და ითხოვდა დაწერას, მაგრამ პერიშიჩი რამ დააწერინა ?

ოთხიდან სამი რომ დაუჯდა და რუსეთ – ხორვატიას ელოდა,  მორისონს ქეშაუთი შესთავაზეს 4500 გირვანქა და იუარა. თქვენ რა, დათანხმდებოდით ?

 

 

წილი
წინა სტატიაიოკოძუნების მარცხი. ტოჩინოშინი ლიდერია!
შემდეგი სტატიაჩვენ ახალ ისტორიას შევქმნით
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.