
ცუდია თუ კარგი?
უფრო მეტად კარგი, რადგან პროგნოზირებადი სპორტი ჩარხთან გატარებულ რვასაათიან შრომადღეს უფრო ჰგავს, ვიდრე აზარტის ემოციასა და ოსტატობაზე ნამრავლს.
მოდი და მიმტკიცე, რომ საფრანგეთი „დაღეჭავს“ ურუგვაის და თავის მხრივ, ბრაზილია დაამიწებს ბელგიელთა ამბიციებს.
ბადის ამ მხარეს „გიჟების“ ისეთი შემადგენლობა შეიყარა, დედისა და არასრულწლოვანი შვილის შესახებ გამითქმაც კი უადგილოა…
მეორე მხარეს? მგონი, ინგლისელებმა ჭკუა ისწავლეს და საჭირო დროს წააგეს, ბელგიას მეტოქედ ბრაზილია ატაკეს და ხორვატიაზე დაიქოქნენ. ლოგიკურად, ინგლისმა შვედეთი უნდა დაჯაბნოს და ნახევარფინალში არც რუსეთს ესაქმება რამე.
არიან დიდ წარმატებებზე დამშეული გუნდები, იოლად არაფერს რომ არ დათმობენ!