დღეს, 22 საათზე, მერვედფინალში ინგლისი და კოლუმბია ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ კოლუმბიელებმა არ იციან შეძლებს თუ არა თამაშს მათი ვარსკვლავი ხამეს როგრიგესი.
თავიდან პროგნოზი პესიმისტური იყო, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ოპტიმისტური ხდება.
„ბაიერნში” განათხოვრებულმა „რეალის” საკუთრებამ შაბათს სენეგალთან შეხვედრის დროს კანჭი იტკინა და მას მერე ორშაბათს საღამოს წაუვარჯიშა მსუბუქად.
ზოგადად, ხამესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმირებული ჩავიდა და ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში, იაპონელებთან იდგა რისკის წინაშე.
კოლუმბიელების მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა განაცხადა, რომ თავდამსხმელს ბოლო წამამდე დაუცდის. ამასთან, ის დაელოდება რას იტყვის თავად ფეხბურთელი. თუ ის იტყვის, რომ თავს კარგად გრძნობს, შემადგენლობაში ჩართავს და კოლუმბიელ გულშემატკივართა გულებს გაახარებს.
თუ როდრიგესი ვერ ითამაშებს, მის ადგილს ლუის მურიელი დაიკავებს.