29 ივნისს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ისვენებდნენ გარი ლინეკერი უელსს გაემგზავრა. მიზეზი: სიდედრყოფილი გარდაეცვალა და ცოლყოფილს მხარში დაუდგა.

საინტერესო ფაქტი: 57 წლის ლინეკერი და მისი ყოფილი სიდედრი კიმ მოჰამედი ტოლები იყვნენ. ფეხბურთის ყოფილი და მოქმედი ტელევარსკვლავის ექს-მეუღლე დენიელ ბაქსი კი 39 წლისაა.

ლინეკერის საქციელი მართლაც დასაფასებელია. მან ხუთშაბათ საღამოს 22:30-ზე, BBC2-ზე ჩვეულებრივ წაიყვანა გადაცემა, შემდეგ კი მოსკოვის აეროპორტში გაქანდა, საიდანაც პარიზში გადაჯდომით კარდიფში ჩაფრინდა. გამთენიისას ის უკვე ადგილზე იყო და ყოფილ მეუღლეს გვერდში ედგა. ხოლო შაბათს, არგენტინისა და საფრანგეთის შეხვედრისთვის ის კვლავ მოსკოვის სტუდიაში იჯდა და მუშაობდა.

ლინეკერი და მისი ყოფილი მეუღლე დენიელი 6 წელიწადი ცხოვრობდნენ ერთად, 2016 წელს კი დაშორდნენ.

დენიელი ამჟამად ლოს ანჯელესში ბინადრობს, 42 წლის ადვოკატ ნეით გრინვოლდზეა გათხოვილი და 10 თვის შვილი ჰყავს.