ხორხე სამპაოლის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოუცია წიგნი, რომელშიც წერს, რომ არ უყვარს დაგეგმვა, არასოდეს არ გეგმავს და საერთოდაც, ფეხბურთის თამაში ფანტაზიაა და გეგმებში ვერ ჯდება.
არგენტინული გაზეთ „კლარინის“ ჟურნალისტმა ენრიკე გასტანიაგამ არ დაიზარა და საკუთარ ფანტაზიებში დაკარგულ ნაკრების მწვრთნელ ხორხე სამპაოლის 40 ცოდვა დაუთვალა.

1) ნაკრებში რევოლუციას გვპირდებოდა და თითქმის იგივე შემადგენლობა ათამაშა, რაც წინა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ.
2) გაახალგაზრდავებას გვპირდებოდა და ბოლოს ნაკრების საშუალო ასაკი 30 წელი გამოვიდა.
3) 3 ან 5 მცველით თამაშს გვპირდებოდა ფლანგებიდან შეტევით, მაგრამ ფეხბურთელების თხოვნით 4 მცველზე დარჩა.
4) არც ერთხელ არ გაიმეორა სასტარტო თერთმეტეული.
5) არ შეინარჩუნა ტაქტიკური სქემაც.
6) მუდმივი ცვლილებით დაარღვია თანმიმდევრობა და რწმენა ფეხბურთელებში.
7) არასოდეს იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა გუნდს.
8) მთლიანობაში შემადგენლობა და ტაქტიკა ვერცერთ მატჩში ვერ გამოიცნო…
9) … ისევე როგორც შეცვლები.
10) დაცვიდან თამაში დაიჟინა, მაგრამ საამისოდ შემსრულებლები არ ჰყავდა და დაისაჯა.
11) 23 კაცში არ ჰყავდა კარგი ჩამშლელი ნახევარმცველები.
12) მასკერანოს შემცვლელი და დამხმარე ვერ იპოვა.
13) ლუკას ბილია კინაღამ „გადაწვა“.
14) ფეხბურთელების თანდასწრებით თანაშემწეებთან კამათით ავტორიტეტი წაიხდინა.
15) ისეთი არასტაბილური იყო, რომ ხორვატიასთან წაგების შემდეგ ფეხბურთელებმა გვერდზე გასწიეს.
16) ბლოკნოტით ხელში ელაპარაკებოდა მასკერანოს ვითომ ტაქტიკაზე, მაშინ როცა მას აღარავინ ეკითხებოდა მომავალი მატჩის 11 კაცს და ტაქტიკას.
17) ჩემპიონატის დაწყებამდე გამოსცა წიგნი, რომელითაც თავი გაინადგურა. წიგნში წერს, რომ წინასწარ არაფერს არ გეგმავს და სძულს დაგეგმვა.
18) ყველა მატჩში უკიდურესად ნერვიულობდა…
19) …ისე, რომ ხორვატიასთამ მეტოქე ფეხბურთელიც კი შეურაცხყო.

20) თითქოს ძალიან ავტორიტეტული მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არარობად იქცა.
21) რუსეთში წასვლამდე გუნდის მოსამზადებლად დრო ითხოვა და ეს დრო ბარსელონაში სეირნობაში გაფლანგა.
22 ) სულელურ სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობით სახელი გაიფუჭა.
23) ერთხელ პოლიციასთან მთვრალმა დაიტრაბახა, მე მილიონებს ვიღებ და შენი ხელფასი რამდენიაო. ამითაც ტალახში ამოისვარა.
24) ერთი ნამდვილი 9-იანი ჰყავდა მაურო იკარდი და ისიც ჩემპიონატზე არ წაიყვანა.25) ფორვარდების სიმრავლის მიუხედავად საფრანგეთთან მაინც ყალბი 9-იანით ითამაშა.
26) მუხლის ტრავმის მიუხედავად აგუერო მაინც წაიყვანა ჩემპიონატზე ვიღაცების ხათრით.
27) მთავარი მეგოლე აგუერო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სათანადოდ ვერავინ მიახამარა.
28) მესის მეწყვილედ დიბალა მოიაზრებოდა, მაგრამ 4 მატჩში 20 წუთზე მეტი თამაში არ აღირსა.
29) გაიძახოდა, მასჩერანო ცენტრალურ მცველადაც ითამაშებსო და საყრდენად დაასრულებინა.
30) ძალიან ბევრი ილაპარაკა იმაზე,რომ ეს გუნდი იყო მესის გუნდი.
31) მეკარე არმანი, რომელის წაყვანასაც მსოფიოლს ჩემპიონატზე არ აპირებდა, ბოლოს ძირითად მეკარედ აქცია.
32) კაბაიერო იმიტომ წაიყვანა, ფეხით ყოჩაღად თამაშობსო და ხორვატიასთან სწორედ ამან დაღუპა.
33 ) რატომ ვერ მოხვდა 23 კაცში “მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე სერხიო რომერო, კვლავაც გაუგებარია.
34) პავონი უნდა ყოფილიყო “ჯოკერი“, მაგრამ ძირითადში მხოლოდ საფრანგეთთან ათამაშა.
35 ) პერესი ჩემპიონატამდე 23 კაცში არც მოიაზრებოდა, მერე კი ფრანგებთან სასტარტოში დააყენა.
36 ) ორი ცენტრალური შემტევი ნახევარმცველით თამაშს გვპირდებოდა და ესეც არ შეასრულა.
37 ) ჩემპიონატამდე ოტამენდის მეწყვილე ფასიო იყო, ჩემპონატზე კი სულ ცოტა ხნით დააყენა ერთად.
38) მარკოს როხო, რომელმსაც “მანჩესტერში“ თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, ცენტრალურ მცველად გაამწესა.
39) სალვიოს მარცხენა ფლანგელობა დააბრალა და ესეც არ გამოუვიდა.
40) მესის ერთი წესიერი დამხმარე ვერ მოუძებნა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის მესიზე უფრო მესისტი იყო.

 

წილი
წინა სტატიაკვირაში 200 000! ვაჭრობა დასრულებულია!
შემდეგი სტატიაწაგებული გმირი
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.