ერიკ კანტონამ ნეიმარი ჩემოდანს შეადარა, რომელიც ხელის ოდნავ მირტყმაზე  ჩიკორივით ბზრიალებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კანტონა ამბობს:

„ეს ჩემი ახალი ჩემოდანია, რომელსაც ნეიმარი დავარქვი ფერის გამო ( ნეიმარის თმა  ყვითლადაა შეღებილი ), მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ოდნავ შეხებაზე საათობით ტრიალებს. ნეიმარ, შენ დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი მსახიობი ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ! მარჯვენა მხარზე თუ დაგეჯახნენ, მარცხენა ლოყაზე ხელმიფარებულმა არ უნდა იბღავლო.“

ბრაზილია – შვეიცარიის მატჩის შემდეგ კანტონამ ნეიმარის ყვითლად შეღებილი თმა გააშარჟა – თავზე სპაგეტი დაიდო და ხელში ბრაზილიელი მეგოლის სურათი დაიჭირა.

სანამ ნეიმარი ჩემპიონატზეა, კანტონას მასალა არ მოაკლდება.

წილი
წინა სტატიაროგორ გააჩერეს ფრანგებმა მესი
შემდეგი სტატიარონალდუს ვაჟკაცობა და გინება
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.