დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის.

გუშინ „ალბისელესტეს” ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული ჭორების თანახმად გუნდში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე, ნიგერიის წინააღმდეგ შემადგენლობა თვითონ დაასახელონ და თვითონ გადაწყვიტონ, როგორ უნდა ითამაშონ.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ ჭორი უარყო — სამპაოლის ჩემპიონატის ბოლომდე ვენდობიო.