ჩახედეთ მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის ცხრილს ბოლოში…
მიუხედავად იმისა, რომ ორ გუნდს აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები აქვთ და ურთიერთშეხვედრაც ფრედ დაასრულეს, ესპანეთი პირველია და პორტუგალია – მეორე.
საქმე იმაშია, რომ პირველ ორ ტურში ესპანელებმა მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს, პორტუგალიელებმა – ორი. შეგახსენებთ ფიფას ფეარ-ფლეის საჯარიმო ქულების დარიცხვის წესს:
ყვითელი ბარათი: -1 ქულა. ორი ყვითლის ჯამში წითელი: -3 ქულა. პირდაპირ წითელი: -4 ქულა. ყვითლის შემდეგ პირდაპირ წითელი: -5 ქულა.
რა მოხდება, თუ მესამე ტურის შეხვედრებს ესპანეთი და პორტუგალია ასევე იდენტური ანგარიშით დაასრულებენ? ვინ გამოცხადდება ჯგუფის პირველადგილოსნად?
საქმეში ფეარ-ფლეის ქულები ჩაერევა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ეს ქულებიც თანაბარი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევისთვის ფიფას ადამისდროინდელი მეთოდი აქვს გათვალისწინებული – წილისყრა. პირველ-მეორისას ჯანდაბას, მაგრამ დავუშვათ, აბსოლუტურად თანაბარი მონაცემები მეორე-მესამეადგილოსნებს აღმოაჩნდებათ? მერვედფინალში გამსვლელი წილისყრამ უნდა გაარკვიოს? სამართლიანია ამ დროს არიოლი-რეშკა? პენალტები მაინც დაარტყმევინეთ, დალოცვილებო…
ადგილი ნაკრები თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
1 ესპანეთი 2 1 1 0 4-3 4
2 პორტუგალია 2 1 1 0 4-3 4
3 ირანი 2 1 0 1 1-1 3
4 მაროკო 2 0 0 2 0-2 0
წილი
წინა სტატიამანჩესტერი გადაუხდის!
შემდეგი სტატიამესი მესისთან შედარებით
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".