
შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქედ მოლდოვის ჩემპიონი, ტირასპოლის „შერიფი“ ერგო.
„ტორპედო“ პირველ შეხვედრას შინ გამართავს, 10 ან 11 ივლისს, ხოლო საპასუხოს 17 ან 18 ივლისს.
ქუთაისელთა მეტოქე საკმაოდ ტიტულიანი და სამშობლოში წონიანი გუნდია – შერიფიდან მრავლად არიან ფეხბურთელები მოლდოვის ეროვნულ გუნდში. ტირასპოლელები 2018 წლის მიმდინარე „ნაციონალ დივიზიონსაც“ 11 ჩატარებული ტურის შემდეგ 26 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.
„შერიფს“ ახლო წარსულში ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი გორან საბლიჩი წვრთნის. ის ახალი დანიშნულია, მანამდე ბოსნიურ „შიროკი ბრიაგს“ ედგა სათავეში, ფეხბურთელობისას კი სპლიტის „ჰაიდუკსა“ და კიევის „დინამოში“ უთამაშია.
„შერიფმა“ შარშან ევროთასებზე წარმატებით იასპარეზა – მოლდოველებმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ წილისყრაში „ტორპედოს“ არ გაუმართლა.
„შერიფი“ (ტირასპოლი, მოლდოვა)
დაარსდა 1997 წლის 4 აპრილს
პრეზიდენტი: ვიქტორ გუშანი
მწვრთნელი: გორან საბლიჩი
სტადიონი: „შერიფ სტედიუმი“ (ტევადობა 12 746)
მოლდოვის ჩემპიონი (15): 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2012, 2013, 2014, 2016, 2017
მოლდოვის თასის მფლობელი (9): 1999, 2001, 2002, 2006, 2008, 2009, 2010, 2015, 2017
მოლდოვის სუპერთასის მფლობელი (8): 2003, 2004, 2005, 2007, 2013, 2015, 2016, 2017
დსთ-ს ჩემპიონთა თასის მფლობელი (2): 2003, 2009
ჩემპიონთა ლიგა 2018/2019
შესარჩევი ეტაპის წილისყრა
სანტა კოლომა (ანდორა) – დრიტა (კოსოვო)
ლა ფიორიტა (სან მარინო) – ლინკოლნი (გიბრალტარი)
მატჩები 26 ივნისს გაიმართება, წყვილებს შორის გამარჯვებულები კი I საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის 29 ივნისს შეხვდებიან
I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა
ტორპედო (საქართველო) – შერიფი (მოლდოვა)
შკენდია (მაკედონია) – ნიუ სეინტსი (უელსი)
სუდუვა (ლიტვა) – აპოელ (კვიპროსი)
ოლიმპია (სლოვენია) – ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
დუდელანჟი (ლუქსემბურგი) – ვიდეოტონი (უნგრეთი)
შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული – მალმიო (შვედეთი)
ჰიკ (ფინეთი) – ვიკინგური (ფარერები)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)
კორკ სიტი (ირლანდია) – ლეგია (პოლონეთი)
ვალიური (ისლანდია) – რუსენბორგი (ნორვეგია)
კუკეში (ალბანეთი) – ვალეტა (მალტა)
ფლორა (ესტონეთი) – ჰაპოელი (ბეერ-შევა, ისრაელი)
სპარტაკსი (ლატვია) – ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ალაშკერტი (სომხეთი) – სელტიკი (შოტლანდია)
სპარტაკი (სლოვაკეთი) – ზრინსკი (ბოსნია)
ასტანა (ყაზახეთი) – სუტიესკა (მონტენეგრო)