„მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ITV-სთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ორიოდ ამბავი გაიხსენა.

მაგიდის ჩოგბურთი

ფერდინანდი და რონალდუ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდნენ. რიომ მოუგო, ჩვენ ვხალისობდით, რონალდუ კი აშკარად ნაწყენი იყო წაგებით. ბიძაშვილს დაავალა ჩოგბურთის მაგიდის ყიდვა და სახლში ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ფერდინანდი ჩვენ თვალწინ დაამარცხა. ამიტომაც არ მიკვრის, რომ სულ გამარჯვება სწყურია, მსოფლიოს ჩემპიონობაც უნდა და კიდევ ერთხელ ოქროს ბურთის მოგებაც.

სტუმრად რონალდუსთან

კრიშტიანუ ვინმეს სადილად თუ მიგვიწევთ სახლში, გირჩევთ არ წახვიდეთ. ერთხელ ვარჯიშის შემდეგ დამპატიჟა და მხოლოდ სალათა, ქათამი და წყალი იყო მაგიდაზე. ვიფიქრე, რომ კიდევ რამეს მოიტანდა, მაგრამ ტყუილად. ჩემზე ადრე ადგა, დაიწყო ბურთის კენწვლა და მეც დამიძახა. ვუპასუხე, ჭამის დამთავრება მაცალე მეთქი, მერე კი გავაგორეთ ბურთი. ვერ მივხვდი, სადილად დამპატიჟა თუ სათამაშოდ, ნამდვილი მანქანაა და სულ სავარჯიშოდ იწევს.

წილი
წინა სტატიადე ხეას 21 მილიონი
შემდეგი სტატიავარ-საჭირო!
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.