საუბდის არაბეთის ნაკრები სიკვდილს გადარჩა. ხვალ საუდელები როსტოვში ურუგვაის ხვდებიან და როგორც „მარკა” იუწყება რუსეთის ამ ქალაქისკენ გეზაღებულ თვითმფრინავს აეროპორტში დაშვების წინ ცეცხლი გაუჩნდა. კადრები, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ, თავად საუდელმა ფეხბურთელებმა გადაიღეს. ცეცხლი ფრთას გაუჩნდა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. გუნდი დიდ განსაცდელში არ ჩავარდნილა. მომხდარს „მცირე ტექნიკური პრობლემები” დაერქვა.