ეს უკვე ყოველგვარი ლოგიკის საზღვრებს სცდება: დავიდ დე ხეამ უკვე შეათანხმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ და წელიწადში 21 მილიონ ევროს მიიღებს.
ახალი კონტრაქტით ესპანელი მეკარე კოლეგებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენი შეიქნება. აქამდე ყველაზე მეტს „ბაიერნის“ მანუელ ნოიერი იღებდა – 15 მილიონი ევრო.
ჯიჯი ბუფონი? – ბოლო სეზონში „იუვენტუსმა“ მას 8 მილიონი ევრო გადაუხადა.
უდავოა, რომ დე ხეა დიდებული მეკარეა, გასული სეზონის 45 შეხვედრიდან 22-ჯერ კარი მშრალად შეინახა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და ერთ მატჩში სამიც გაუშვი (ორიოდე დღის წინ).
საიდან მოდის ეს ასტრონომიული თანხები, მხოლოდ კლუბების მეპატრონეებმა იციან, უეფას ფინანსური ფეარ-ფლეი კი ბობოლებთან მიმართებაში ჯერაც მხოლოდ მუქარის იარაღი უფროა, ვიდრე დასჯის მექანიზმი.