მექსიკასთან 0:1 მარცხის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ექსპერტს ჟოზე მოურინიუს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრები შეიძლება ფინალშიც კი გავიდეს.

პორტუგალიელმა თქვა: „ჯგუფი, რომელშიც გერმანია გამოდის საკმაოდ სუსტია, ასე რომ ჩვენ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მეოთხედფინალში ვიხილავთ. ის კი არა, მიუხედავად იმისა, რომ მან მექსიკასთან ცუდად ითამაშა, შეიძლება ნახევარფინალსა და ფინალშიც კი ვნახოთ”.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ იმედისმომცემი სიტყვების მიუხედავად საქმევყნოდ ცნობილმა მწვრთნელმა პირველ ტურში გერმანელთა ჩავარდნაზეც მკაფიოდ ილაპარაკა.

„მექსიკელთა გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო. თავის მხრივ გერმანია წაგებას იმსახურებდა. მათ შეხვედრაში ერთი გუნდი ძლიერად, თავდადებით და კარგად თამაშობდა, მეორე კი იყო ნელი, მარტივად გასაშიფრი, ფორმიდან ამოვარდნილი და ენთუზიაზმს მოკლებული”, — თქვა მოურინიუმ.

გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ეს იყო ბუნდესნაკრების მეორე მარცხი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში. აქამდე ეს 1982 წელს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ გფრ-ს ნაკრები ალჟირს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. თუ გდრ-ს ნაკრებსაც ვიგულისხმებთ, ის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სულ ერთხელ იყო და მანაც პირველ ეტაპზე ავსტრალიას მოუგო 2:0.

მეორე შეხვედრას იოაჰიმ ლიოვის გუნდი შაბათს, სოჭში შვედეთის წინააღმდეგ გამართავს,