რას ჰგავდა გუშინ გერმანიის ნაკრები? თითქოს იგივე მექანიზმი იგივე დეტალებით, რაც 2014 წლის მონდიალზე ბრაზილიაში, მაგრამ გვარიანად გაცვეთილი და მოძველებული.

ერთი მატჩით მსჯელობა არ შეიძლებაო, კია ნათქვამი, თუმ ჩვენ ჩვენი მაინც ვთქვათ:

იოაჰიმ ლიოვი ბებერი ბებიასავით ძველი ფოტოალბომით გაგვიმასპინძლდა და თითოეულ კადრს კიდევ ერთხელ მოეფერა, მაგრამ მექსიკელებმა ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე იომეს, ირბინეს, ქმნეს, გაიტანეს, არ გაუშვეს და იზეიმეს…

და ბრაზილია?

კაცი 200 მილიონ ევროზე მეტი რომ ღირს და ყურის ფხანაზე დახარჯულ წუთშიც კი 25 ათას ევროს იღებს, სამ წუთში ერთხელ მაინც მაკრატელათი უნდა გაჰქონდეს გოლი. მთელი შვეიცარიის ნაკრები ნეიმარის საუზმის ფასია, მაგრამ შედეგი? – ფრე!

მე მიყვარს ფეხბურთი! – „მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი“.

მიდით, პატარებო!

მანდ, სადღაც, მომავალში საქართველოც მეგულება!

წილი
წინა სტატიაკრესპო: მესი მარადონა არ არის!
შემდეგი სტატიადამთხვეულები
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".