
1970-იანი წლების ისლამურმა რევოლუციამ ქალებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესა.
ამის მიუხედავად, მიმდინარე მონდიალის დაწყებამდე გამონაკლისის სახით ქალებს „საოჯახო ქვედანაყოფების“ შემადგენლობაში თეირანის 80-ათასიან სტადიონზე სტუმრობის ნება დართეს, სადაც ირანი-მაროკო გიგანტურ ეკრანზე გადაიცემოდა.
ასევე გაიცა ნებართვა, ქალები ქალაქის პარკებში განთავსებულ ეკრანებთან დასწრებოდნენ რეპორტაჟს, მაგრამ…
მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე გაცემული ნებართვა გაუქმდა – ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომე დედათა და მამათა ერთად ენახათ ფეხბურთიო?!
სამაგიეროდ, რუსეთში მყოფმა ირანელმა გოგონებმა და ქალბატონებმა ისე აიწყვიტეს ყოველგვარი ჰიჯაბის გარეშე, კასაბლანკაში ტალიკ-ტალიკ გოგუცუნებს შეშურდებოდათ.


